წმინდა თეოფანე დაყუდებული – ნათლისღება უფლისა

 

წმინდა ნათლიღების დღესასწაულზე გონებით გადავწვდეთ მოვლენების ადგილს და ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც იქ აღსრულდა! აი, იორდანე! მის ნაპირზე ვხედავთ წმინდა იოანეს, რომელსაც აქლემის ბეწვის სამოსი აცვია, და “წელს ტყავის სარტყელი” (მარკოზისაგან 1:6) არტყია; გარს კი უამრავი ადამიანი აკრავს იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანის ყველა მხრიდან. უფლის ნათლობა ეს ესაა დასრულდა და ყველას თვალი მდინარიდან ამომავალი კაცის ძისაკენაა მიმართული. ისინი სხვას ვერაფერს ხედავენ. მაგრამ თქვენ რწმენით მიმართეთ გონების თვალი იქითკენ, საიდანაც ყველაფერი ჩანს და რასაც იოანე ხედავს: “აი, გაიხსნა ცა, გადმოვიდა მტრედი და ისმის ხმა: “შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი,შენ სათნო-გიყავ” (მარკოზისაგან 1:11). ამ საღვთო ხილვას თვალი არ მოაშოროთ, ყურადღება არ მოაკლოთ! ჰოი, ვინ მისცემს სიტყვას ძალას, რათა სათანადოდ ვუგალობოთ უფლის დიდებას, სამ ჰიპოსტასს – იორდანეზე გაცხადებულს!

     დაკარგულ სამოთხესთან ერთად ჩვენთვის დაიხურა ზეცაც ღვთის სიმართლისა. და როგორც წყლის ძლიერ ჭავლს ვერ შეაკავებს მტკიცე ზღუდე, ასე დაიშალა სიმართლის ეს ზღუდეც ღვთის სიყვარულის ცეცხლით, – და ზეცა გაიხსნა. გაიხსნა ზეცა, ძმებო, და ჩვენ მთელი ძალით, როგორც ჩვენს არსებას შესწევს, ხარბად ვიღებთ მისგან (გახსნილი ზეციდან) ღმერთს და ვტკბებით მისით. მისით აღივსება მთელი ჩვენი გრძნობა, ყველა აზრი და სურვილი.

     ჩვენ ჩაძირულნი ვიყავით ბნელში, მაგრამ, აი, გადაგვეშალა სისავსე ნათლისა. ჩვენ დაზიანებულნი ვიყავით უნუგეშო განცალკევებით ზეცასთან და საკუთარ თავთან, და აი, აღსრულდა ყოველივეს განმაცხოველებელი შერიგება. ჩვენ შემოსაზღვრული ვიყავით უძლურებით, მაგრამ აი, გამოჩნდა დაუწყვეტელი წყარო ყოველგვარი ძალისა!

     და როგორც ხანგრძლივი ღამეული სიბნელის შემდეგ ყოველ ქმნილს სწყურია ნათელი და სურვილით ისწრაფვის მიიღოს პირველი სხივები ამომავალი მზისა, ასევე ჩვენც, ღვთისგამოცხადებისკენ ვისწრაფვით გონების განმანათლებელი რწმენით, სურვილით ვიღებთ არეკლილ სხივებს ჩვენი ცხონების ღვთაებრივი განგებულებისა, ბოძებულს მამა ღმერთის სიტყვის წყალობით და ვტკბებით მისით.

     როგორც ცივი ზამთრით შეწუხებული ქმნილი ხარბად ეგებება გაზაფხულს, რომელიც არღვევს სიცივის მარწუხებს, რათა კვლავ აღდგეს, ასევე ჩვენც, განმაცხოველებელი იმედით ველოდებით ღმერთთან შერიგებას, გაბრწყინებულს უფლის ნათლობით და ვტკბებით მისით!

     როგორც ზაფხულის ხვატის დროს მიწის პირს სწყურია ზეციდან გარდამოსული წვიმა, ასევე ჩვენც, სულის მთელი სურვილით ვიღებთ ყოველგვარ ძალას, მზადმყოფს, გადმოიღვაროს ჩვენზე სულიწმიდით, გადმოვიდეს მტრედის სახედ და დავტკბეთ მისით!

     უფალმა იუდევლებს იოანე ნათლისმცემლის შესახებ საუბრისას შეახსენა, რომ “ის იყო სანთელი, რომელიც იწვის და ანათებს, თქვენ კი ისურვეთ ერთხანს გეხარათ მისი სინათლით”. მათ ერთჯერადად იხარეს, ჩვენ კი უფალი ყოველწლიურად გვავსებს თავის წმინდა ეკლესიაში იორდანეს ნათლით, გვახსენებს იოანე ნათლისმცემელს, რითაც გვეუბნება: აი, სად არის ნათელი, რომელიც “იწვის და ანათებს”, იხილეთ ეს, სხვაგვარად ვერ იგემებთ სიხარულს.

     დაფიქრდით, ძმებო, საშიშია ასე სვლა!განა ზოგჯერ არ წვდება თქვენს სმენას მომაცდუნებელი ძახილი ჩვენი ხსნის მტრისა?

     ცრუბრძენნი გვეძახიან: “ჩემთან მოდით, ჩემთანაა ნათელი”, მაგრამ მათთან არაა ნათელი, მხოლოდ აჩრდილია სინათლისა; და ვინც მათ მოუსმენს, ნათელს ბნელად დაინახავს და ბნელს ნათლად.

     სამყარო გვეძახის: “ჩემთან მოდით, მე მოგცემთ მშვიდობას”, მაგრამ მას არ აქვს მშვიდობა, მხოლოდ მოჩვენებითია იგი.

     ბოროტი გვპირდება მთელ სამყაროს, ცხოვრებას, ძალაუფლებას, სიამოვნებას. მაგრამ მას არ აქვს არც ძალა, არც თავისუფლება, ვერც კმაყოფილებას მივიღებთ მისგან, არამედ აჩრდილს ყოველივე ამისა; მის აღთქმებს მხოლოდ სახელი აქვთ, ხოლო საქმეები მონებად გვაქცევს.

     ამიტომ იჩქარეთ, ძმებო, შეიერთეთ მარადიული ნათელი ღვთისგამოცხადებისა და არ გაგიტაცოთ იმან, რასაც ეწოდება მხოლოდ ნათელი, მშვიდობა, ძალა… იჩქარეთ უფლისკენ, რადგან ისაა გზა, ჭეშმარიტება, სიცოცხლე, სიმართლე, სინათლე და გამოხსნა.

 მინ.

6 იანვარი 1864 წ.

თარგმნა ნინო გაგოშაშვილმა

საპატრიარქოს უწყებანი N1 2016 წ.

გვ.11-12

Святитель Феофан Затворник

На Крещение Господне

Празднуя святое Богоявление, перенесемся мыслию на самое место события, и будем разумно внимать происходившему там!– Вот Вифавара! Вы видите на берегу святого Иоанна, в одежде из верблюжьяго волоса, с поясом усменным о чреслех своих (Мк. 1:6). Его окружает безчисленное множество народа из Иерусалима, Иудеи и всей страны Иорданской. Крещение Спасителя только что кончено; и очи всех обращены на восходящаго от воды Сына человеческаго. — Они больше ничего и не видят. — Но изострите верою око ума вашего и вслед за Иоанном, минуя сие видимое всем, установите внимательный взор на то, что не всем видимо, — на небо отверзтое, голубя сходяшаго и глас слышанный: «Ты еси Сын Мой возлюбленный, о Немже благоволих!» (Мк. 1:11). Установите взор ваш и не отрывайте внимания вашего от сего дивнаго видения! О! кто даст слову нашему силу, чтоб достойно воспеть славу Бога, в трех ипостасех на Иордане явившагося!

     Вместе с потерянным раем, заключились небеса правдою Божиею. Но как сильнаго напора вод не удерживает и крепкая преграда, так растаяла наконец крепость правды от огня любви Божией,– и се отверзошася небеса. Отверзем, братия, и мы все силы естества нашего, ненасытно восприимем Бога открывшагося, и насладимся Им. Напитаем им все чувства, все помышления и желания свои.

   Мы погружены во тму; но вот обильный свет. Мы поражены безотрадным разъединением– и с небом и с собою; но вот всеоживляющее примирение. Мы измождены безсилием, но вот не истощимый источник всяких сил!

  И так– как, после долгой ночной темноты, всякая тварь жаждет света и с желанием устремляется принять первые лучи восходящаго солнца: так и мы, устремив на Богоявление просветленное верою око ума, желательно восприимем отрадные лучи Божественнаго устроения нашего спасения, испускаемые милостивым Словом Бога Отца, – и насладимся ими.

Как сжатая холодом зимы тварь жадно встречает разрешающую узы холода весну и приемлет снова стройное оживление: так и мы оживленным надеждою спасения сердцем восприимем примирение, возсиявающее в Господе крещаемом,– и насладимся Им!

    Как во время зноя летом, жаждущая земля всеми устами пьет нисходящий с неба дождь: так и мы всем желанием души восприимем всякую силу, готовую излиться на нас от Духа, сходящаго в виде голубя,– и насладимся тем!

   За чем бы нам и приглашать себя к сему?– Ибо не все ли мы введены уже во все домостроительство спасения? – Не все ли потому должны быть и просвещены, и умиротворены, и оживлены? – Но, о, когда бы было так? – Некогда, помянув об Иоанне Крестителе, Господь с укором говорил Иудеям: «Он был светильник, горя и светя, а вы других утех искать восхотели в час светения его». – Вот каждогодно во святой своей церкви и на нас наводит Господь свет Иорданскаго при Иоанне Богоявления своего. Не говорит ли он нам чрез то: «Вот где свет, горящий и светящий!» – смотрите же не восхотите иначе как радоваться в час светения его.

     Блюдите убо, братие, како опасно ходите! Не поражают ли иногда обольстительно слух наш обманчивые клики врагов нашего спасения?

     Суемудрие глашает: «Ко мне идите, у меня свет». Но у него не свет, а только призрак света, и те, кои слушают его, нарицают свет тмою и тму светом.

    Мир зовет: «Ко мне идите, я дам вам мир!» Но у него не мир, а призрак мира, и увлеченные им, поздно уже обличив ложь, укорно осуждают его говоря: «Мир! мир! и где есть мир?»

    Князь мира обещает простор и жизнь, и силу и довольство. Но у него нет ни силы, ни свободы, ни довольства, а только призрак их– и обольщенные им имя только имеют, что живы, свободны и довольны, а на деле суть обуморенные, томимые лишениями рабы.

    Поспешите, братия, стяжать навык к различению всего этого при свете Богоявления и не увлечетесь тем, что именуется только светом, и миром, и силою, а не есть, но паче устремитесь к Тому, Иже есть путь, истина и живот, правда же, и освящение, и избавление.

   Вот чуть не дошли мы до суда и самоосуждения.– Что же, так хочет и Господь. – Церкви повелел Он светло праздновать Свое Богоявление, а каждаго из нас благоволит ввести в радость празднества только чрез суд совести. Кто вкусил даров, ради коих празднует церковь, тот радуется; а кто не вкусил, вкуси прежде и возрадуешься. Аминь.

6 января 1864 г.

Слова к владимирской пастве Преосвященнаго Феофана. Владимир: Типография Губернскаго Правления, 1869. С.167-170