წმინდა ირინეოს ლიონელი – წვალებათა წინააღმდეგ – წიგნი II

Adversus Haereses

1

 

 

   მაშ კარგი იქნება, რომ ჩვენ პირველი და უმთავრესი თავისგან დავიწყოთ, შემოქმედი (Demiúrgus) ღვთისგან, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა და ყოველნი რომელნიც არიან მათში, (რომელსაც ესენი მგმობელნი ნაყოფს უკანასკნელისასI ამბობენ,) და რომ, მიუთითებს ვინაიდან არც მის ზემოთ არც მის შემდეგ არის რამე, არც ვინმესგან მოძრაობაში მოყვანილი არამედ თავისი გადაწყვეტილებით და თავისუფლად შექმნა ყოველივე, იმიტომ რომ, არის მხოლოდ ერთი ღმერთი, ერთი უფალი, ერთი მიზეზი(Cónditor), ერთი მამა, ერთი გარემომცველი ყოველივესი და თვითონ აღმსრულებელი ყველასთვის რომ იყვნენII.

 

გამოსვლა 10,11. ფსალმუნი 145,6.

საქმე მოციქულთა 4,24; 14,15.

 

I  უკანასკნელისას недостатка,  

a defect ნაკლი.

II იყვნენ არსებობდნენ, ცოცხლობდნენ бытие ყოფა existence არსებობა, სიცოცხლე 

 

ვინაიდან როგორ შეძლებს, რომ მის მაღლა სხვა სისავსე(Plenitúdo)  ან დასაწყისი(Inítium) ან ძალაუფლება(Potéstas) ან სხვა ღმერთი იყოს, როცა შეჰფერის, რომ ღმერთი  ყოველთა მათ სისავსე(Pléroma) განუზომლობაში ყოველივეს გარემოიცავს და არავისაგან გარემოიცვება? მაგრამ, თუ მის გარდა არის რამე, არ არის უკვე ყოველთა სისავსე(Pléroma), არც გარემოიცავს ყოველს: ვინაიდან დააკლდება სისავსეს(Pléroma) ან მას რომელიც არის ყოველთა ზედა ღმერთი ეს რასაც მის გარდა ამბობენ. ხოლო რომელსაც აკლია და შემცირებულ იქნა რამესგან, ეს არ არის ყოველთა სისავსე. ხოლო ზღვარიც, შუა მდებარეობაც, დასრულებაც  ექნება, მათ მიმართ რომლებიც არიან მის გარდა. მაგრამ თუ დასრულება არის მასში რომელნიც არიან ქვევით, ზღვარიც არის მასშიც რომელნიც არიან ზევით. ხოლო მსგავსად დანარჩენი ნაწილებისაგან აუცილებლობა არის, რომ თავად მან ყოველივე გამოიცადოს და გარემოცულ და შემოისაზღვრულ და ჩამწყვდეულ იქნეს მათ მიერ რომელნიც გარეთ არიან.  ვინაიდან ის რომელიც დასრულების  ქვემოთ არის ყოველი აუცილებელი ზომით შემოსაზღვრავს და შემოავლებს მას რომელიც მთავრდება მასში. რადგან მათ ყოველთა მეორე მამა, რომელსაც რასაკვირველია წინარეარსებულსაც(Proonta), პირველსაწყისსაც(Proarchen) ეძახიან, თავად მათ სისავსესთან(Pléroma) ერთად, მარკიონის კეთილი ღმერთიც, იქნება ვინმეში დაარსებული და ჩაკეტილი გარედან შემოვლებული სხვა უპირატესისგან, რამდენადაც აუცილებელია რომ უფრო დიდი იყოს:რადგან ის ვინც შეიცავს, უფრო დიდია მასზე, რომელიც შეცულია; ხოლო რომელიც უფრო დიდი არის, ის ურყევიცაა და უფრო უფალიც; და რომელიც უფრო დიდია  ურყევიც და უფრო უფალიც, ეს იქნება ღმერთი.

 

 πλήρωμα Pleroma Pleromatis n სისავსე

 

 

ვინაიდან როდესაც მათი მიხედვით არის სხვა ვინმე რომელსაც სისავსეს გარდა მყოფს ამბობენ, რომელშიც მიაჩნიათ, რომ უფრო ზევით მყოფი მოხეტიალე ძალა ჩავიდა, ყველა ზომით აუცილებელია, რომ ან გარემოიცავდეს მას რომელიც მის გარდა არის ხოლო გარემოცულ იქნეს სისავსე – სხვანაირად არ იქნება სისავსეს გარეთ: ვინაიდან თუ სისავსეს გარდა არის ვინმე, თავად მას შიგნით იქნება სისავსე (რომელსაც სისავსეს გარდა ამბობენ), და გარემოცულ იქნება სისავსე მისგან რომელიც მის გარდა არის;ხოლო სისავსესთან ერთად მოიაზრება პირველი ღმერთიც -, ან პირიქით განუზომლობამდე დაშორებულობა და განცალკევებული ყოფნა ერთმანეთისგან, ესე იგი სისავსე და რომელიც მის გარდა არის.  ხოლო თუ მას იტყვიან, რომელიც მესამე იქნება, რომელიც განუზომლობაში გამოყოფს სისავსეს და მას რომელიც არის მის გარდა. და ეს მესამე შემოსაზღვრავს და გარემოიცავს ერთსაც და მეორესაც, და იქნება ეს მესამე უფრო დიდიც სისავსეზე და მასზე რომელიც არის მის გარდა რადგან თავის შუაგულში გარემომცველია ორივესი.და უსასრულობისკენ  სიტყვა ჩამოვარდება მათ შესახებ რომელნიც გარემოცულ არიან და მათ შესახებ რომელნიც გარემოიცავენ. ვინაიდან თუ მას მესამეს დასაწყისი უფრო ზემოთ მყოფში ექნება და დასასრული უფრო ქვედა მყოფში, ყოველი აუცილებლობაც არის, რომ ის გვერდებიდან განისაზღვროს, ან დამწყები ან განმსაზღვრელი მეორე ზოგიერთის მიმართ; და ის კვლავ და მეორე რომელნიც არიან ზევით და რომელნიც არიან ქვევით მეორე ზოგიერთის მიმართ ექნებათ დასაწყისები, და ეს მუდამ უსასრულობამდე, რათა არასოდეს შეჩერდეს მათი მოაზრება ერთ ღმერთზე, არამედ მიზეზისგან უფრო მეტი ვიდრე არის ძიებისგან მასზე რომელიც არ იქნება და დაიკარგოს და დაშორდეს ჭეშმარიტი ღვთისგან.

 

 

 

 

 

 

 

ხოლო ესენი მსგავსად გამოყენებულ იქნენ მათ წინააღმდეგაც, ვინც მარკიონისგან არიან. ვინაიდან მისი ორი ღმერთიც გარემოიცვებიან და შემოისაზღვრებიან განუზომელი მანძილისგან რაც გამოყოფს მათ ურთიერთისგან. ხოლო ასე აუცილებლობა არის, რომ მოიაზროს ყოველი მხარის გასწვრივ მრავალი ღმერთი განუზომელი განცალკევებით ცალკე მდგომნი, ურთიერთის მიმართაც დამწყებნი, ურთიერთის მიმართაც დამთავრებადნი; და რომელი წყობითაც ისინი ეყრდნობიან სწავლებას, რომ ცის და ქვეყნის შემქმნელის ზემოთ არის რომელიმე სისავსე ან ღმერთი, იგივე წყობით ვინმე მოსარგებლე ამტკიცებს, რომ სისავსეს ზემოთ მეორე სისავსე არის, და მის ზემოთ კვლავ სხვა, და სიღრმის ზემოთ სხვა სიუხვე ღვთისა, ხოლო გვერდებიდან მსგავსად, რომ იგივე არის; და ასე განუზომლობისკენ იმის შემდეგ რაც აზრი განივრცობა და მუდამ აუცილებლობა იქნება, რომ მოისაზროს სხვა სისავსენი და სხვა სიღრმე და არასოდეს ოდესმე გაჩერება, მუდამ მაძიებელნი სხვა ნათქვამების გარდა. ხოლო ბუნდოვანი იქნება, ესენი იქნებიან ქვევით რომელნიც არიან ჩვენს შემდეგ თუ თავად ესენი უფრო ზემოთ მყოფნი იქნებიან? და რომლებსაც ამბობენ მათგან ზევით, ზევით თუ ქვევით იქნებიან? და არავითარი განსაზრულობა არც სიმტკიცე გარემოიცავს ჩვენს გონებას, არამედ აუცილებლობა იქნება, რომ განუზომელი სამყაროებისკენ და უსაზღვრო ღმერთებისკენ დაიკარგოს.

 

 

 

 

 

 

 

და თუ ეს ასეა,ყოველი ღმერთი თავისებით კმაყოფილი იქნება და გულმოდგინედ არ იმოქმედებს სხვებზე: თუ არა და უსამართლო იქნება და ხარბი და ყოფნის  გამნადგურებელი რომელიც ღმერთი არის. და ყოველი ქმნილება თავის შემქმნელს(Fabricátor) განადიდებს თვით მისგან კმაყოფილი იქნება და მეორეს არ ცნობს: თუ  არა, მას შემდეგ რაც, განდგომილი უჭეშმარიტესად ყველასგან გასამართლდება, უღირსეულესს მიიღებს სასჯელს. ვინაიდან შეჰფერის რომ, ან არის ერთი რომელიც ყოველივეს გარემოიცავს და საკუთარ ფარგლებშიIII შექმნა მისნი ყოველნი რომელნიც შექმნილ იქნენ ყოველი თავად მოისურვა ან კვლავ მრავალნი და დაუსრულებელნი შემქმნელნი(Fáctor) და ღმერთნი თავის მხრივ ურთიერთისგან დამწყებნი, მეორეს მხრივ ურთიერთისგან  შემწყვეტნი ყოველი ნაწილით: და აუცილებლობა იქნება, რომ ვაღიაროთ ყოველნი სხვანი გარედან მეორე რამე უფრო დიდისგან გარემოიცვნენ და თითქოს ჩამწყვდეულნი და დარჩენილნი საკუთარ თავებში ყოველი მათგანი, მეორეს მხრივ ყოველთა მათთაგან არავინ არის ღმერთი. ვინაიდან დააკლდება თითოეულ მათგანს, უმცირესი ნაწილის მქონეს ყველა დანარჩენებთან შედარებით, და ჩამოიშლება ყოვლისმპყრობელის(Omní potens) სახელი და აუცილებლობა იქნება, რომ უღმერთობისკენ ჩავარდეს ასეთი აზრი.

 

 

III საკუთარ ფარგლებში  в Своем царстве  own territory

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლათინურიდან თარგმნა

გიორგი (ჯაბა) ქოიავამ.

შედარებულია რუსულ და ინგლისურ თარგმანებს.

 

1.1

Bene igitur habet a primo et maximo capitulo inchoare nos, a Demiurgo Deo, qui fecit caelum et terram et omnia quae in eis sunta, quem hi blasphemantes extremitatis fructum dicunt, et ostendere quoniam neque super eum neque post eum est aliquid, neque ab aliquo motus sed sua sentencia et libere fecit omnia, cum sit solus Deus et solus Dominus et solus Conditor et solus Pater et solus continens omnia et omnibus ut sint ipse praestans.

 

 

 

a Ex. 20,11. Ps. 145,6.

Act. 4,24; 14,15.

 

 

 

 

 

 

1.2

 

 Quemadmodum enim poterit super hunc alia Plenitudo aut Initium aut Potestas aut alius Deus esse, cum oporteat Deum horum omnium Pleroma in immenso omnia circumcontinere et circumcontineri a nemine? Si autem exta illum est aliquid, iam non omnium est Pleroma, neque continet omnia: deerit enim Pleromati aut ei qui sit super omnia Deo hoc quod extra eum dicunt. Quod autem deest et delibatum est ab aliquo, hoc non est omnium Pleroma. Et terminum autem et medietatem et finem habebit ad eos qui sunt extra I eum. Si autem finis est in ea quae sunt deorsum, initium est et in ea quae sunt sursum. Similiter autem et ex reliquis partibus necessitas est omnis id ipsum experiri et ab eis qui foris sunt contineri et determinari et includi. Is enim qui est deorsum finis necessario omni modo circumscribit et circumdat eum qui finiatur in eum. Erit enim secundum eos Pater omnium, quem uidelicet et Proonta et Proarchen uocant, cum Pleromate ipsorum, et Marcionis bonus Deus, in aliquo conditus et inclusus et a foris circumdatus ab altera Principalitate, quam necesse est maiorem esse : quoniam id quod continet eo quod continetur maius est; quod autem maius est, id et firmius est et magis dominus; et quod maius est et firmius et magis dominus, hoc erit Deus.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1.3

 

 

Cum enim sit secundum eos et aliud quid quod quidem extra Pleroma esse dicunt, in quod et superiorem erraticam Virtutem descendisse opinantur, necesse est omni modo, aut continere id quod extra est, contineri autem Pleroma – alioquin non erit extra Pleroma : si enim extra Pleroma est aliquid, intra hoc ipsum quod extra Pleroma dicunt erit Pleroma, et continebitur Pleroma ab eo quod est extra; cum Pleromate autem subaudiatur et primus Deus – , aut rursus in immensum distare et separata esse ab inuicem, id est et Pleroma etquod est extra illud. Si autem hoc dixerint, tertium quid erit, quod in immensum separat Pleroma et hoc quod est extra illud; et hoc tertium circumfinit et continebit utraque, et erit maius tertium hoc et Pleromate et eo quod est extra illud, sicut in suo sinu continens utraque.
Et in infinitum de his quae continentur et de his quae continent incidet sermo. Si enim tertium hoc initium habebit in superiora et finem in inferiora, omnis I necessitas est et a lateribus definiri illud, uel inchoans uel definiens ad alia quaedam; et illa rursus et alia quae sunt sursum et quae deorsum ad alia quaedam habebunt initia, et hoc usque in infinitum, uti nunquam stet eorum excogitatio in uno Deo, sed per occasionem plus quam est quaerendi in id quod non sit excidat et absistat a uero Deo.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1.4

Similiter autem haec et aduersus eos qui sunt a Marcione aptata sunt. Continebuntur enim et circumfinientur et duo Dei eius ab immenso interuallo quod separat eos ab inuicem. Sic autem ad excogitandum est necessitas secundum omnem partem multos Deos immensa separatione distantes, ab inuicem quidem inchoantes, ad inuicem autem definientes; et illa ratione qua nituntur docere super Fabricatorem caeli et terrae esse aliquod Pleroma aut Deum, eadem ratione utens quis adstruet super Pleroma alterum esse Pleroma, et super illud rursus aliud, et super Bythum aliud pelagus Dei, et a lateribus autem similiter eadem esse; et sic in immensum excidente sententia, et semper necessitas erit excogitare altera Pleromata et alteros Bythos et numquam aliquando consistere, semper quaerentes alios praeter dictos. Erit autem incertum, utrumnam sursum an deorsum sint; et nullus status neque firmitas continebit sensum nostrum, sed in immensos mundos et indeterminatos Deos excidere necessitas erit.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1.5
Et cum haec sic se habeant, unusquisque Deus suis contentus erit et non curiose aget de alienis : si quo minus, iniustus erit et auarus et cassans esse quod Deus est. Et unaquaeque conditio suum Fabricatorem glorificabit et ipso sufficiens erit et alterum non cognoscet : si quo minus, apostata iustissime ab omnibus iudicata, dignissimam concipiet poenam. Oportet enim aut unum esse qui omnia continet et in suis fecit unumquodque eorum quae facta sunt quemadmodum ipse uoluit, aut multos rursus et indeterminatos Factores et Deos, ab inuicem quidem incipientes, ad inuicem autem desinentes per omnem partem : et alios omnes a foris ab altero quodam maiore contineri I et uelut inclusos et manentes in suis unumquemque eorum confiteri necessitas erit, neminem autem horum omnium esse Deum. Deerit enim unicuique eorum, partem minutissimam habenti ad comparationem omnium reliquorum, et soluetur Omnipotentis appellatio, et necessitas erit in impietatem cadere talem sensum.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაშ ჯერ არს დაწყება დიდი და უმთავრესი თავისგან, შემოქმედი ღმერთისგან, რომელმაც შეჰქმნა ცა, მიწა და ყველა მათში მყოფი, რომელსაც მკრეხელები უდარესი ბუნების(ნაკლოვანების)I ნაყოფად ამბობენ და ჩვენება, რომ არც მის ზევით, არც მის შემდეგ არის რამ, არც ვინმეს მიერ არის აღძრული, არამედ თავისი ჩანაფიქრით და თავისუფლად შექმნა ყველაფერი, რადგან არის ერთი ღმერთი და ერთი უფალი და ერთი დამფუძნებელი და ერთი მამა და ერთი მომცველი ყოვლის და ყოვლისთვის, რომ ცოცხლობდნენII.

 

 

 

 

 

I უდარესი ბუნების  déchéance nf-დეკადანსი, დეგრადირება; დათხოვნა, დამდაბლება, დაცემა, დასუსტება

II ცოცხლობდნენ donne l’être à (qqn, à qqch)-აძლევს არსებობას

 

 

ამგვარად, როგორ შეძლებს მის ზემოთ სხვა სისავსე, ან საწყისი, ან სხვა ძალაუფლება, ან სხვა ღმერთი ყოფნას, რადგან ღმერთი, ყოველთა სავსება უნდა მოიცავდეს ყოველივეს უსასრულობაში და არ იქნეს მოცული ვინმეს მიერ? ხოლო, თუ მის გარეთ არის რამ, აღარ არის ყოვლის სისავსე, არც შეიცავს ყოველივეს: რადგან სავსებას, ან მას ვინც არის ყოველთა ზედა ღმერთი დააკლდება ის, რასაც მის გარეშედ ამბობენ. ხოლო ვისაც აკლია რამ და დაკლებულია სხვა რამის მიერ, ის არ არის ყოვლის სავსება. და, მეორეს მხრივ, ზღვარი, ცენტრი და დასასრული ექნება მათ მიმართ, ვინც მის გარეთ არიან. მაგრამ თუ დასასრული არის მასში რომლებიც არიან ქვემოთ, ზღვარიც არის მასში რომლებიც არიან ზემოთ. ხოლო, იგივენაირად და დარჩენილი ნაწილებიდან აუცილებლობაა ყოველი თავად მან განიცადოს და მოცული, განსაზღვრული და ჩაკეტილი იქნეს მათ მიერ, ვინც გარეთ არიან. რადგან ის ვინც არის დასასრულის ქვემოთ, აუცილებელი ყველა მანერით შემოსაზღვრავს და გარსერტყმის მას ვინც შემოისაზღვრება მასში. ამგვარად, მათი მეორე ყოველთა მამა, რომელსაც, ცხადად, წინარედ არსებულს და პირველ პრინციპს ეძახიან, თავად თვისთა სისავსესთან ერთად, ისევე როგორც მარკიონის კეთილი ღმერთი,იქნება სხვაში დამყარებული და ჩაკეტილი და გარედან გარშემორტყმული სხვა პრინციპის მიერ, რომელიც აუცილებლად უფრო დიდია: რადგან ის ვინც შეიცავს, უფრო დიდია მასზე, რომელიც შეცულია; მაგრამ რაც უფრო დიდია, ის უმტკიცესია და ბევრად უფრო უფალი; და რაც უფრო დიდი და უმტკიცესია და ბევრად უფრო უფალი, ის იქნება ღმერთი.

 

 

 

 

 

 

 

რადგან, მათი მიხედვით,სინამდვილეში, არის სხვაც, ვისაც სავსების გარედ მყოფს ამბობენ, რომელშიც და უფრო მაღალი მოხეტიალე სათნოება ჩამოვიდა ვარაუდობენ, აუცილებელია ყველა ზომით(შემთხვევაში) ან შეცვა მისი, რაც გარეთ არის, მეორეს მხრივ შეცულ იქნას სავსება-სხვანაირად არ იქნება სავსების გარეთ: თუ სინამდვილეში სავსების გარეთ არის ვინმე, თვით მასში, რომელსაც სავსების გარეთ (მყოფს) ამბობენ, იქნება სავსება, და სავსება მის მიერ იქნება შეცული, ვინც არის გარეთ; სავსებასთან ერთად, მეორეს მხრივ, შეიცვებაI პირველი ღმერთიც-,ან პირიქით განუზომლად დაშორებული და გამოყოფილი იქნებიან ერთმანეთისგან, ესე იგი სავსება და ის რაც მის გარეთ არის. მაგრამ თუ ამას იტყვიან, მესამე ის იქნება, ვინც განუზომლობაში ჰყოფს სავსებას და მას ვინც არის მის გარეთ; და ეს მესამე შემოსაზღვრავს და შეიცავს ერთსაც და მეორესაც და ეს მესამე იქნება უფრო დიდი სავსებაზე და მასზე, ვინც არის მის გარეთ, როგორც თავის ჩაღრმავებაში(წიაღში) თითოეულის მომცველი. და უსასრულოდ გაგრძელდება სიტყვა მათზე, ვინც შეცულნი არიან და მათზე, რომლებიც შეიცავენ. თუ მართლაც ამ მესამეს დასაწყისი ექნება ზემოთ და დასასრული ქვემოთ, აუცილებლად ის გვერდებიდანაც განისაზღვრება, ან დამწყები, ან განმსაზღვრელი სხვა ვიღაცებისადმი; მათ, თავიანთი მხრივ და სხვათ ვინც არიან ზემოთ და სხვათ ქვემოთ, სხვების მიმართ ექნებათ დასაწყისები და ასე უსასრულოდ. ამგვარად, არასდროს შეჩერდება მათი აზროვნება ერთ ღმერთზე, არამედ მიზეზისგან უფრო მეტი ვიდრე არის ძიებისგან მასზე რომელიც არ იქნება და დაიკარგოს და დაშორდეს ჭეშმარიტი ღვთისგან.

 

 შეიცვება inclut-შეიცავს

 

 

 

 

 

 

 

 

და მსგავსად ესენი ადაპტირებული/გამოყენებული არიან და მათ წინააღმდეგაც, ვინც არიან მარკიონის მხარეს. რადგან შეცული და შემოსაზღვრული იქნება მისი ორი ღმერთიც განუზომელი ინტერვალით, რომელიც, გამოჰყოფს მათ ერთმანეთისგან. და ასე აუცილებლობაა ყველა მხრიდან განუზომელი მანძილით დაშორებული მრავალი ღმერთისა გამოძებნისა თუმცა ერთმანეთისგან დაწყებულებისა და ერთმანეთით შემოსაზვრულებისა; და იმ საბაბით, რომელსაც ეყრდნობიან(რომ) ასწავლონ ცათა და მიწათა შემოქმედის ზემოთ სხვა სავსების ან ღმერთის ყოფნა, მასვე საბაბით გამომყენებელი ვინც ამატებს სავსების ზემოთ სხვა სავსების ყოფნას და მის ზემოთ კიდევ ერთხელ სხვა და პირველადი სიღრმის(ქაოსის/სიღრმის/უფსკრულის) ზემოთ სხვა სიუხვე ღმრთისა და მაშ გვერდებიდანაც მსგავსად ყოფნა და ასე უსასრულოდ გრძელდება რა ფიქრი, მუდამ იქნება საჭიროება სხვა სავსებების და სხვა პირველადი სიღრმეების მოგონების და არასდროს ერთხელაც გაჩერება, მუდამ მაძიებელნი სხვების, გარდა იმისა რაც უკვე ითქვა. მაგრამ, ასევე იქნება გაურკვეველი, თუ ესენი იყონ ქვემოთ რომლებიც არიან ჩვენს შემდეგ თუ ზემოთ და რომლებიც ითქმიან მათგან ზემოთ, ზემოთ არიან თუ ქვემოთ და არავინ მყარი, არც სიმტკიცე შეიცავს ჩვენს გონებას, არამედ განუზომელი სამყაროებისა და უსასრულო ღმერთებისკენ გაფანტვის საჭიროება იქნება.

 

 

 

 

 

 

 

 

და თუ ეს ასეა, ყოველი ღმერთი თავისებით იქნება კმაყოფილი და არ გააკეთებს რამეს მზრუნველად სხვებისთვის: თუ არა და უსამართლო იქნება და ხარბი და შემწყვეტი ყოფნისა, ვინც არის ღმერთი. და ყოველი ქმნილება თავის შემოქმედს ადიდებს და მისგან იქნება კმაყოფილი და სხვას არ იცნობს თუ არა, უჭეშმარიტესად შეირაცხება რა ყველას მიერ ერეტიკოსად, უღირსეულეს სასჯელს მიიღებს. რადგან საჭიროა, ან ერთი იყოს ვინც ყოველივეს შეიცავს და თავის ფარგლებშიIII შექმნა თავისები ყოველნი რომლებიც შექმნილნი არიან როგორც თვით ინება, ან პირიქით, მრავალი და დაუსრულებელი შემოქმედები და ღმერთები თავის მხრივ ერთმანეთის მიერ დამწყებნი, მაგრამ მეორეს მხრივ ერთმანეთით დამსრულებელნი ყოველ მხარეს.და საჭიროება იქნება აღიარებულ იქნეს ყოველი მათგანი გარედან რომელიღაც უფრო დიდის მიერ შეცულად და ამგვარად ჩაკეტილებად და საკუთარ თავში მყოფებად, მაგრამ ასევე არცერთი მათგანი ყოვლის ღმერთად მყოფად. რადგან დააკლდება თითოეულ მათგანს, უმცირესი ნაწილის მქონეს ყველა დანარჩენთან შედარებით და მოცილებულ ექნება ყოვლისშემძლის წოდება და საჭიროება იქნება ასეთი აზრის მკრეხელობაში ჩავარდნის.

 

 

 

III თავის ფარგლებში  domaine m

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლათინურიდან თარგმნა

ოთარ მგალობელთუხუცესმა

შედარებულია ფრანგულ თარგმანს.

 


გვერდები:
Adversus Haereses