11 დარიგება მარხვის შესახებ

რუმინეთის პატრიარქმა საშობაო მარხვის დაწყებამდე მრევლისთვის დარიგებები გამოაქვეყნა

 

 

2017 წლის 15 ნოემბერს საშობაო მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პატრიარქ დანიელის თერთმეტპუნქტიანი სულიერი დარიგებები.

ეკლესიის მეთაური მრევლს მარხვისკენ მოუწოდებს და შეახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია იგი სულისათვის.

პატრიარქი ბრძანებს:

 

 

1.ჩვენ ვმარხულობთ არა სხვათა საცქერლად და აღსაფრთოვანებლად, არამედ უფალთან მისაახლოებლად.

2. ჩვენ ვმარხულობთ,რადგან იმაზე მეტად გვიყვარს უფალი, ვიდრე მისი მატერიალური სიკეთეები, რომელთაც ყოველდღიურად ვიყენებთ.

3.მიტევება კარგი დასაწყისია მარხვისათვის. მათაც კი, ვინც სულიერად იბრძვის ცოდვებისაგან განსაწმენდად და სულის ხსნისათვის, მიტევების გარეშე მარხვის დაწყება არ შეუძლიათ.

4.მარხვა აძლიერებს მორწმუნის ლოცვას, რომელიც უფალთან კავშირს მიიჩნევს ცენტრად, სინათლედ და საზრდოდ საკუთარი სულისათვის.

5.ნამდვილი მარხვა – ეს არა მარტო თავშეკავებაა ცხოველური წარმოშობის საკვებისაგან, არამედ მატერიალური გაუმაძღრობისა და სხვებზე ბატონობის ეგოისტური მისწრაფებისგან თავშეკავებაცაა, ასევე – შეზღუდვა ნებისმიერი დამაბრკოლებელი ფიქრისა, სიტყვისა თუ საქმისა, რომელიც აკნინებს უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულს.

6.თუკი მარხვას თან ახლავს ღვთისთვის სათნო ქცევები, მარხვა მმარხველ ადამიანს აქცევს სინათლედ სხვათათვის და უფლის მადიდებელ გამორჩეულ ჭურჭლად.

7.მარხვა – ეს არა მარტო მატერიალური, არამედ სულიერი მდგომარეობაა, ანუ მარხვა თვალისთვის, პირისა და გულისთვის.

8.მარხვა – ეს სულიერი მდგომარეობაა მსხვერპლისა, ანდა მისი მსხვერპლშეწირვა, ვინც მარხულობს. იგი აღესრულება თავისუფალი ნებით და თითოეულის ძალის შესაბამისად.

9.მარხვისას მატერიალური საკვები მცირდება, სულიერი საზრდელი კი უხვია.

10.მარხვა აძლიერებს ლოცვას, მარხვა ლოცვის გარეშე ვერ იქნება სულიერი შრომა.

11.მარხვა მოაკვდინებს ეგოისტურ ვნებებს, განანათლებს ინტელექტს, გრძნობებს, ცვლის ურთიერთობას და ქცევას სხვა ადამიანებისა და ბუნების მიმართ, იგი ყველაფერს ღვთაებრივი სიყვარულის ნათლის თანდასწრებით წარმოაჩენს.

მოამზადა თამარ ასათიანმა

საპატრიარქოს უწყებანი N35 2017წ.

გვ.14

რუმინეთის პატრიარქის 11 რეკომენდაცია შობის მარხვის წინ

 

 

 

 

რუმინეთის პატრიარქი დანიელი მართლმადიდებელი მრევლისთვის საშობაო მარხვის პერიოდისთვის 11 რეკომენდაციას აქვეყნებს:

 

 

 

1 . ვმარხულობთ არა იმიტომ, რომ დაგვინახონ და შეგვაქონ ადამიანებმა, არამედ იმიტომ, რომ ღმერთს მივუახლოვდეთ.

2 .  ვმარხულობთ იმიტომ, რომ ღმერთი უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე მის მიერ ბოძებული მატერიალური საჩუქრები, რომლებსაც ჩვენ მოვიხმართ.

3 . პატიება – კარგი დასაწყისია მარხვის პერიოდისთვის. ვერავინ დაიწყებს მარხვას, რაც არის სულიერი ბრძოლა ცოდვათა განწმენდისთვის და სულის განსანათლებლად, პატიების გარეშე.

4 . მარხვა მორწმუნეთა ლოცვას ამყარებს, რომლებიც ღმერთთან კავშირს მიიჩნევენ სინათლედ და საკვებად თავისი სულისთვის.

5 . ნამდვილი მარხვა – ეს არა მხოლოდ თავშეკავებაა ცხოველური წარმოშობის საკვებისგან, არამედ მატერიალური სიძუნწისგან და სხვებზე ეგოისტური ბატონობისკენ სწრაფვისგან, ასევე ნებისმიერი აზრის, სიტყვის, ან მოქმედების  შეზღუდვა, რომელიც ამცირებს უფლისა და მოყვასისადმი  სიყვარულს.

6 . თუკი მარხვას თან სდევს ქმედებები, რომლებიც სათნოა ღვთისთვის, მარხვა მარხულ ადამიანს სხივად და უფლის დიდების ჭურჭლად აქცევს სხვა ადამიანებისთვის.

7 . მარხვა – ეს მხოლოდ მატერიალური კი არა, სულიერი მდგომარეობაც არის, ანუ მარხვაა თვალისთვის, პირისა და გულისთვის.

8 . მარხვა – ეს მსხვერპლის სულიერი მდგომარეობაა და მისი მსხვერპლშეწირვაა, ვინც მარხულობს. ის აღესრულება თავისუფლად და თითოეულის ძალების შესაბამისად.

9 . მარხვისას მატერიალური საკვების რაოდენობა იზღუდება, სულიერი საზრდო კი იზრდება.

10 . მარხვა აძლიერებს ლოცვას, ლოცვის გარეშე მარხვა არ წარმოადგენს სულიერ მუშაობას.

11 . მარხვა აცხრობს ეგოისტურ ვნებებს, გაანათლებს ინტელექტს, გრძნობებს, ცვლის დამოკიდებულებასა და ქცევას ადამიანებისა და ბუნებისადმი და ყველაფერს წარმოადგენს საღვთო სიყვარულით“ – ნათქვამია რუმინეთის პატრიარქის რეკომენდაციებში.

 

წყარო : http://dogma.ge