იოანეს სახარება

შინაარსი

თავი 1

დასაწყისში იყო სიტყვა

1 დასაწყისში იყო სიტყვა; და სიტყვა იყო ღმერთთან; და სიტყვა იყო ღმერთი.  იგავ.8,22;                         

1იოან.1,1-2.

2 ის იყო დასაწყისში ღმერთთან.

3 ყოველივე შექმნილია მის მიერ; და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. დაბ.1,3; ფს.22,6

4 მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.

5 სინათლე სიბნელეში ანათებს და სიბნელემ ვერ მოიცვა იგი. იოან.3,19.

იოანე ნათლისმცემლის მოწმობა იესოზე

6 იყო კაცი წარმოგზავნილი ღმერთისგან. სახელი მისი იოანე: მათ.3.1.

7 იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ, რომ ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით.

8 იგი არ იყო სინათლე, არამედ (მოვიდა), რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ.

9 იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც გაუნათებს ქვეყნიერებაზე მომსვლელ ყოველ ადამიანს. ეს.60,1.

10 იყო ქვეყნიერებაზე, და ქვეყნიერება მის მიერ შეიქმნა, და ქვეყნიერებამ ვერ შეიცნო იგი.

11 თავისიანებთან მოვიდა, და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. მათ.15,24.

12 ხოლო ყველას, ვინც მიიღო იგი, მისი სახელის მორწმუნეს, მისცა ძალაუფლება გამხდარიყვნენ ღმერთის შვილები, რომ.8,15; გალ.3,26.

13 რომლებიც არც სისხლისაგან, არც ხორცის ნდომისაგან, არც მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღმერთისაგან იშვნენ. იოან.3,5.

14 და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენს შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისაგან მხოლოდშობილის დიდება.                               მათ. 1,16;17,2; 2კორ.3,9; ეფს.2,11.

15 იოანე მოწმობს მის შესახებ, ღაღადყოფს და ამბობს: ეს იყო, რომლის შესახებ ვთქვი: ვინც ჩემს შემდეგ მოდის, ჩემზე წინა გახდა, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. მათ.3,11.

16 და მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ. ეფს.1,6; კოლ.1,19.

17 ვინაიდან სჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. გამოს.20,1; რომ.3,24.

იოანე უთითებს ღმერთის კრავზე

18 ღმერთი არასდროს არავის არ უნახავს. მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც მამის წიაღში იყო, მან ამცნო.                                                                                       გამოს.33,20;                                                 1იოან.4,12; 1 ტიმ.6,16.

19 და ეს არის მოწმობა იოანესი, როდესაც იუდეველებმა გაუგზავნეს იერუსალიმიდან მღვდელნი და ლევიტელნი, რომ ეკითხათ მისთვის ვინ ხარ შენ? იოან.5,33.

თარგმნა: გერშონ წიწუაშვილმა

1980წ.

1982

1985

დასაწყისში იყო სიტყვა

1 დასაწყისში იყო სიტყვა; და სიტყვა იყო ღმერთთან; და სიტყვა იყო ღმერთი.

იგავ.8,22; 1იოან.1,1-2.

2 ის იყო დასაწყისში ღმერთთან.

3 ყოველივე შექმნილია მის მიერ; და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. დაბ.1,3; ფს.22,6.

4 მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.

5 და სინათლე სიბნელეში ანათებს და სიბნელემ ვერ მოიცვა იგი. იოან.3,19.

იოანე ნათლისმცემლის მოწმობა იესოზე

6 იყო კაცი წარმოგზავნილი ღმერთისგან. სახელი მისი იოანე: მათ.3,1.

7 იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ, რომ ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით.

8 იგი არ იყო სინათლე, არამედ (მოვიდა), რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ.

9 იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც გაუნათებს ქვეყნიერებაზე მომსვლელ ყოველ ადამიანს. ეს.60,1.

10 იყო ქვეყნიერებაზე, და ქვეყნიერება მის მიერ შეიქმნა, და ქვეყნიერებამ ვერ შეიცნო იგი.

11 თავისიანებთან მოვიდა, და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. მათ.15,24

12 ხოლოყველას, ვინც მიიღო იგი, მისი სახელის მორწმუნეს, მისცა ძალაუფლება გამხდარიყვნენ ღმერთის შვილები, რომ.8,15; გალ.3,26

13 რომლებიც არც სისხლისაგან, არც ხორცის ნდომისაგან, არც მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღმერთისაგან იშვნენ. იოან.3,5.

14 და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენს შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსედა ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისაგან მხოლოდშობილის დიდება.

მათ.1,16;17,2; 2კორ.3,9;                                                                                    ეფს.2,11.

15 იოანე მოწმობს მის შესახებ, და ღაღადით ამბობს: ეს იყო, ის რომლის შესახებ ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი, ჩემზე წინა გახდა, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. მათ.3,11.

16 და მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამდა მადლი მადლისა წილ. ეფს.1,6;                                                კოლ.1,19.

17 ვინაიდან სჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. გამოს.20,1; რომ.3,24.

იესო უთითებს ღმერთის კრავზე

18 ღმერთი არასდროს არავის არ უნახავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან ამცნო. გამოს.33,20; 1იოან.4,12;                            1ტიმ.6,16.

19 და აი მოწმობა იოანესი, როდესაც იუდეველებმა გაუგზავნეს იერუსალიმიდან მღვდელნი და ლევიტელნი, რომ ეკითხათ მისთვის: ვინ ხარ შენ? იოან.5,33.

 

 

გვერდები:
შინაარსი