მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) ქრისტიანობა – ჭეშმარიტებისა და სიყვარულის რელიგია

 

 

 

 

თანამედროვე მოდერნისტების მრავალრიცხოვანი ცბიერი სიტყვების რიცხვს აუცილებლად უნდა მივაკუთვნოთ მათი საყვარელი მტკიცება, რომელსაც ისინი ყველგან გულმოდგინედ ამკვიდრებენ, რომ “ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა” – და მხოლოდ! “სიყვარული, სიყვარული, სიყვარული!” მხოლოდ ეს გვესმის მათთან მუდმივად. და ამ “სიყვარულის” სახელით ისინი მოითხოვენ შერიგებას და ყველაზე ახლო მეგობრულ ურთიერთობას ზედმიწევნით ყველასთან, ქრისტიანობის აშკარა და ღია მტრების, ქრისტე- მაცხოვრის ბოროტი მოწინააღმდეგეებისა და საერთოდ, ღმერთისადმი, თავად რწმენის მძვინვარე მოწინააღმდეგეების ჩათვლითაც კი. თანაც ეს ყველაფერი, უმეტესწილად, სიტყვით ხდება – მხოლოდ პროპაგანდა, ამ დროს კი პრაქტიკულად თავად ისინი სრულებითაც არ ავლენენ ამ სიყვარულს იმათ მიმართაც კი, ვინც თითქოსდა, თვითონ უნდა დაეფასებინათ, როგორც მათთვის რწმენითა და სისხლით განსაკუთრებით ახლობელი ადამიანები. ასეთებს, თუკი ისინი არ იზიარებენ მათი აზროვნების თავისუფლებას, ღმერთმა ნუ ქნას, რაიმეთი არ გახდნენ მათთვის მოსაწონი, გაანაწყენონ ან შეურაცხყონ ისინი, სიყვარულით კი არა, პირიქით – ყველაზე მძვინვარე შეურიგებელი მტრობით და სიძულვილით ექცევიან. ერთი სიტყვით, “შორეულებისადმი” სიყვარულის პროპაგანდისას, ისინი თითქოს ივიწყებენ იმას, რომ პირველ რიგში, ქრისტიანობა ითხოვს, და ეს სავსებით ბუნებრივია, “მოყვასისადმი”, შენიანისადმი, რწმენით ყველაზე ახლობლისადმი სიყვარულს.

ღმრთის სიტყვის სწავლებიდან ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ “ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა”, რადგან “ღმერთი სიყვარულია”.

სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი-მასში”, გვასწავლის ქრისტეს საყვარელი მოწაფე “სიყვარულის მოციქული” წმინდა იოანე ღმრთისმეტყველი (I იოანე 4.16), მაგრამ მხოლოდ “სიყვარულის მკვიდრი”?

მხოლოდ სიყვარულამდე დაიყვანება მთელი ქრისტიანობა?

მივმართოთ ღმრთის სიტყვის სწავლებას, რას ამბობს თავისი სწავლების შესახებ მისი ამ სოფლად მომტანი, ღმრთის განხორციელებული მხოლოდშობილი ძე, უფალი იესო ქრისტე?

პილატეს კითხვაზე, რა გააკეთა მან და რატომ არიან იუდეველები ასე გაშმაგებულები მის წინააღმდეგ, უფალმა უპასუხა ნიშანდობლივი სიტყვებით, რომლებიც სწორედაც გვიხსნიან ჩვენ ქრისტიანობის არსს: “მე ამისთვის ვარ შობილი და ამისთვის მოვედი ამ სოფლად, რათა ვმოწმობდე ჭეშმარიტებას; ყოველი, რომელიც ჭეშმარიტებისგან არის, ისმენს ჩემი ხმისას” (იოანესაგან 18.37).

ასე რომ, აქედან თითოეულისათვის სრულად ცხადი უნდა იყოს, რომ ქრისტიანობა, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტების რელიგიაა, რომელიც სოფლად ღმრთის ძემ მოიტანა თავისი ზეციური მამისაგან (იოანესაგან 12.49),  უფალი იესო ქრისტე წმიდა სულის მოვლინებას თავის მოწაფეებს სხვა რამისთვის კი არ შეპირდა, არამედ იმისთვის, რომ ჭეშმარიტების სული გაძღოლოდა მათ ყოველ  საქმეში (იოანესაგან 16.13).

აი, სწორედ ეს ღმრთაებრივი ჭეშმარიტებაა ყველაზე მთავარი ქრისტიანობაში. ესაა – ქრისტიანობის არსი, რომელსაც ყველა ქრისტიანი ყველაფერზე მეტად უნდა უფრთხილდებოდეს ქვეყნად – თუ საჭირო გახდება, მზადყოფნამდე მოკვდეს ამ ჭეშმარიტებისთვის, რაც ჩვენ ვნახეთ ურიცხვი წმინდანის, აღმსარებლის, ეკლესიის წმინდა მამის მაგალითზე, რომლებიც დაუღალავად ებრძოდნენ ცრუმოძღვრებს – ერეტიკოსებს, რომლებიც რაიმე სახით დაცილდნენ ამ ჭეშმარიტებას.

საიდუმლო სერობისას, უფალმა იესო ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ “მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და ცხოვრება” (იოანესაგან 14.6) და თავისი გულისშემძვრელი მღვდელმთავრული ლოცვა თავისი მოწაფეებისათვის დაამთავრა სიტყვებით:

განწმიდე ესენი ჭეშმარიტებით, რადგან შენი სიტყვა ჭეშმარიტია” (იოანესაგან 17.17).

ქრისტიანობა, მართლაც სიყვარულის რელიგიაა. მაგრამ ამ ქრისტიანულ სიყვარულს არაფერი აქვს საერთო ცრემლიან სენტიმენტალურ მიწიერ სიყვარულთან, როგორც ეს ღმრთის მადლის გარეშე მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას ესმის. ქრისტიანობა არის ჭეშმარიტი სიყვარულის რელიგია, რომელიც განუყოფლადაა დაკავშირებული ქრისტეს სწავლების ღმრთაებრივ ჭეშმარიტებასთან. ხოლო მიწიერი სიყვარული, მისი ჩვეულებრივი გაგებით, ისევე შორსაა ამ ჭეშმარიტი სიყვარულისგან, როგორც მიწა ცისგან. ქრისტიანული სიყვარული სულიერია და ადამიანს მხოლოდ ღმრთის მადლის დახმარებით ეძლება, ხოლო მიწიერი სიყვარული მშვინვიერი და ხორციელი გრძნობაა. იგი ადამიანის ცოდვის დაზიანებული ბუნებიდან მომდინარეობს.

აი, ამიტომ ამცნებს სიყვარულის შესახებ ასე მკაფიოდ და ძლიერად დამმოძღვრელი “სიყვარულის მოციქული” ქრისტიანებს: “ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე”. და კიდევ: “ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში” (I იოანე 2.15).

არანაკლებ ძლიერად და გადაწყვეტით ამბობს ამის შესახებ წმინდა მოციქული იაკობი, უფლის ძმა: “მეძავნო და მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღმრთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღმრთის მტრად იქცევა” (იაკობი 4.4). და ეს იმიტომ, რომ: “მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული” (I იოანე 5.19).

განა აქედან ცხადი არ არის, რომ ჭეშმარიტად ქრისტიანული სიყვარული არ შეიძლება გავრცელდეს განურჩევლად ყველასა და ყველაფერზე? რომ იგი, უპირველეს ყოვლისა, არის სიყვარული ღმრთისადმი და იმისადმი, რაც ღმრთაებრივი ჭეშმარიტების ბეჭდითაა აღბეჭდილი, და არა იმისადმი, რაც ღმრთის საწინააღმდეგო სიცრუეშია ჩაფლული? ჩვენ, ქრისტიანებს, ვისაც გვიყვარს ღმერთი და ქრისტე-მაცხოვრის მიერ მამა-ღმერთისგან მოტანილი ღმრთაებრივი ჭეშმარიტება, ამ სიყვარულის გამო არ შეგვიძლია გვიყვარდეს ისინი, ვინც ღმერთს აღუდგება წინ და თრგუნავს მის ღმრთაებრივ ჭეშმარიტებას. ამის შესახებ მკაფიოდ და გარკვევით გვასწავლის ღმრთის სიტყვა.

თავად “სიყვარულის მოციქული” განასხვავებს “ღმრთის ძეებსა” და “ეშმაკის ძეებს” და გვაფრთხილებს, მოვერიდოთ “ანტიქრისტეებს”, რომლებიც უკვე მის დროში გამოჩნდნენ, როგორც სამყაროს აღსასრულის ჟამს მოსასვლელი ერთი მთავარი ანტიქრისტეს წინამორბედნი. ის არ გვასწავლის ჩვენ მათ სიყვარულს, ამბობს, რომ “ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი” (I იოანე 2.19) და რომ “საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღმერთისგან არიან თუ არა სულნი, იმიტომ რომ მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად” (I  იოანე 4.1).

ამით იცნობთ ღმრთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესუ ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღმრთისაგან არის. ხოლო ყოველი სულირომელიც არ აღიარებს იესუ ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღმრთისაგან კი არ არის, არამედ ესაა ანტიქრისტეს სული, რომლისთვისაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად”. – უნდა ვიფიქროთ: მისი წინამორბედი – ცრუმოძღვრების სახით” (I იოანე 4.2-3).

ჩვენ კი როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამ ცრუ-მოძღვრებისადმი?

ისევე გვიყვარდეს, როგორც ჩვენი ქრისტესმიერი ძმები?

ცხადია, არა, რადგან იოანე ღმრთისმეტყველი ამბობს მათ შესახებ: “ვინც მოდის თქვენთან, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება, (ანუ ჭეშმარიტად ქრისტიანული მოძღვრება) ნუ მიიღებთ მას შინ, ნურც მოიკითხავთ. რადგან ვინც შინ მოიკითხავს, თანაზიარია მისი უკეთური საქმისა” (II იოანე 10-11) “სიყვარულის მოციქულთან” სრულ თანხმობაშია, წარმართთა დიდი მოციქული წმინდა პავლე.

მწვალებელ კაცს ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი” (ტიტე 3.10-11) – არიგებს იგი თავის მოწაფეს ტიტეს, რომელიც მან დაადგინა ეპისკოპოსად.

ზემონათქვამიდან სრულიად გასაგებია, რატომ კრძალავდა ყოველთვის ქრისტიანული ეკლესია ყოველგვარ ლოცვით ერთობას ერეტიკოსებთან, რაც ჩანს მთელი რიგი საეკლესიო-კანონიკური წესებიდან.

და მხოლოდ ამ ბოლო დროს მოდერნისტებმა, რომლებიც მღვდელმსახურებსა და ეკლესიის მაღალ იერარქთა შორისაც გამოჩნდნენ, დაიწყეს ამ ყველაფრის იგნორირება და ერეტიკოსებთან და ქრისტე-მაცხოვრის აშკარა მტრებთან ახლო ურთიერთობის პროპაგანდა “ქრისტიანული სიყვარულის” საბაბით. ქრისტეს სწავლების ღმრთაებრივი ჭეშმარიტების იგნორირებით, ისინი პირველ ადგილზე აყენებენ სიყვარულს და ამ “სიყვარულის” სახელით მზად არიან უარყონ ყველაფერი ის, რასაც გვასწავლის ღმრთივგანცხადებული ღმრთის სიტყვა და კანონიკური წესები.

მაგრამ შეუძლებელია მხედველობაში არ ვიქონიოთ, რომ ქრისტე-მაცხოვარსაც და მის წმინდა მოციქულებს, რომლებიც გვასწავლიან სიყვარულს, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანის შეცნობის მთავარ ნიშანს, უპირობო აუცილებლობას, აშკარად აქვთ მხედველობაში სიყვარული ძმათა – ქრისტიანთა შორის, და არაფერს ამბობენ ერეტიკოსებისა და ქრისტიანობის მტრებისადმი – “ეშმაკის შვილებისადმი” (I იოანე 3.10) სიყვარულის აუცილებლობაზე.

რასაკვირველია, ჭეშმარიტი ქრისტიანი ვალდებულია თავის ღმრთაებრივი მასწავლებლის – ქრისტეს მიბაძვით, სიყვარულით იყოს განწყობილი ყველასადმი, მაგრამ როგორ? ისე, რომ მისი ამ სიყვარულით არ დაითრგუნოს და არ იქნას უარყოფილი ჭეშმარიტება: ის უნდა იყოს გულმოწყალე მწუხარეთა მიმართ და უნდოდეს ყველას ცხონება.

იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის თავად ჭეშმარიტება, რომ ქრისტეს საყვარელი მოწაფე – “სიყვარულის მასწავლებელი”, წმინდა იოანე ღმრთისმეტყველი წერს “საყვარელ გაიოზს”: “იმაზე დიდი სიხარული არ გამაჩნია, როცა მესმის ჩემი შვილების ჭეშმარიტებით სიარული” (III იოანე 4).

ამ ჭეშმარიტების გამო აღესრულებოდნენ აუწერელ ტანჯვაში წმინდა მოწამეთა მთელი დასები, ამ ჭეშმარიტების ზეიმისათვის იბრძოდნენ ერეტიკოსებთან სრული შეურიგებლობით ეკლესიის დიდი და სახელოვანი მამები, მართლმადიდებლობის ნამდვილი ბურჯები, რომლებსაც ჩვენ ესოდენ პატივს მივაგებთ, რომელთა მიმართაც ვლოცულობთ და ვთხოვთ შუამდგომლობას ღმრთის წინაშე.

როგორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ ჩვენ, როცა ვხედავთ, რომ 20-ე საუკუნეში არა მხოლოდ “რიგით” ქრისტიანებს, არამედ მღვდელმსახურებსა და მაღალ იერარქებს შორისაც კი გამოჩნდა მრავალი ადამიანი, რომლებსაც არა მხოლოდ არ სურთ ჭეშმარიტებისათვის ბრძოლა, არამედ, თითქოსდა “ქრისტიანული სიყვარულის” სახელით, სიცრუესთან უამრავ კომპრომისზე მიდიან და უზრუნველად ღალატობენ ღმრთაებრივ ჭეშმარიტებას და მის ადგილზე საკუთარ  ცბიერ ადამიანურ გრძნობას აყენებენ? როგორ შეიძლება, რომ ქრისტიანს ჰქონდეს სიყვარული სიცრუისა და სიცრუის მთესველებისადმი?

ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის აქ არაფერია გასარკვევი; არავითარი გაუგებრობა, როგორ უნდა მოექცეს ასეთ ადამიანებს. ყველაზე მაღალი სამღვდელო ხარისხის მიუხედავადაც კი, მას არ შეუძლია ჩათვალოს ასეთი ადამიანები მართლმადიდებელ ქრისტიანებად! და რასაკვირველია, რაიმე ურთიერთობა ქრისტიანულ სიყვარულსა და ლოცვაში მათთან შეუძლებელია, რადგან ჭეშმარიტად ქრისტიანული სიყვარული მხოლოდ ჭეშმარიტებაში ერთობის – თანამოაზრეობის ნიადაგზეა შესაძლებელი. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ საღმრთო ლიტურგიაზე ევქარისტიის კანონის დაწყების წინ გვესმის მოწოდება “იყუარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ”, ხოლო ყველა მორწმუნე ამთავრებს: “მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა”. ამ ერთობის გარეშე ხომ შეუძლებელია ერთობა სიყვარულში, ერთობა ლოცვაში და განსაკუთრებით, ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარების უდიდეს საიდუმლოში – ღმრთაებრივ ევქარისტიაში.

და სრულიად ტყუილად ეყრდნობა ზოგიერთი მოციქულის სიტყვებს, რომ იქნება აზრთა სხვაობა თქვენ შორის. მოციქული ამას წინასწარმეტყველებს, მაგრამ სრულიადაც არ იწონებს, როგორც დადებით ფაქტს. პირიქით, მოციქულთა ეპისტოლეებში ჩვენ ვპოულობთ ბევრ მოწოდებას, სწორედ სრული ერთობისა და ერთსულოვნებისაკენ (რომაელთა 12.16; და სხვა), ქრისტეს მღვდელმთავრული ლოცვის შესასრულებლად: “რათა ყველა ერთი იყოს” (იოანესაგან 17.21) წმინდა სამების ერთობისამებრ: “როგორც შენ, მამაო, ჩემში და მე – შენში, რათა ისინიც ჩვენში ერთნი იყვნენ”.

ხოლო აზრთა სხვაობის შესახებ ღმრთის სიტყვა ამბობს: “ერიდეთ განხეთქილებასა და საცდურის მოქმედთ, წინააღმდეგ მოძღვრებისა, რომლითაც განსწავლულხართ, და განეშორეთ მათ” (რომაელთა 16.17), და არსადაა ნათქვამი: “შეუერთდით მათ”, როგორც უმართებულოდ გვასწავლიან თანამედროვე “გამაერთიანებლები”!

ასე რომ, საჭიროა მყარად ვიცოდეთ და გვესმოდეს, რომ ქრისტიანობა არა მხოლოდ “სიყვარულის რელიგიაა”, არამედ უპირველეს ყოვლისა ჭეშმარიტების რელიგიაა, თანაც სრულიად დაუშვებელია “სიყვარულს” მსხვერპლად შევწიროთ ჭეშმარიტება, რადგან ასეთი “სიყვარული” უკვე აღარ იქნება ჭეშმარიტად ქრისტიანული სიყვარული, არამედ მხოლოდ თვალთმაქცობა ან სიყვარულის საწყალი პაროდია, რადგან ქრისტიანული სიყვარულისთვის ყველაფერზე ძვირფასი ჭეშმარიტებაა, რომელიც თავის მხრივ სწორედ ამ სიყვარულის მთავარ საგანს წარმოადგენს. სწორი არ არის ქრისტიანული სიყვარულის არევა ქრისტიანულ გულმოწყალებასთან, რომელსაც განვიცდით გასაჭირსა და უბედურებაში  მყოფთა მიმართ, როგორც ამას განზრახ აკეთებს ახლა ზოგიერთი, ბოროტად ურევს ყველა ცნებას ერთმანეთში. ეს სრულებით არ არის ერთი და იგივე. ისევ ჩვენს უდიდეს ავტორიტეტს – “სიყვარულის მოციქულს” მივმართოთ, რომელიც წერს რჩეულ დედოფალს და მის შვილებს, რომლებიც მას, როგორც თვითონ ამბობს “მე მიყვარს ჭეშმარიტებით” და “არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიცნო ჭეშმარიტება, ჭეშმარიტების გულისთვის, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, და იქნება ჩვენთან უკუნისამდე” (II იოანე 1-2).

ასე რომ, ქრისტიანული სიყვარულის საფუძველი არის ჭეშმარიტება! ჭეშმარიტების გარეშე შეუძლებელია არსებობდეს სიყვარულიც!

 

 

ლელა ჩხარტიშვილი

კარიბჭე

N 10 2016 წ.

გვ. 14-16

 

 

 Архиепископ Аверкий (Таушев)

Христианство – религия истины и любви

 

К числу многочисленных лукавых фальшивок современных модернистов необходимо отнести их излюбленное и особенно ими настойчиво всюду внедряемое утверждение, что «христианство есть религия любви» — и только! «Любовь, любовь, любовь!» только и слышишь от них постоянно. И во имя этой «любви» они требуют примирения и самого близкого дружественного общения буквально со всеми, не исключая явных и открытых врагов христианства, злобных противников Христа-Спасителя и ярых отрицателей самой веры в Бога вообще. Причем все это, большей частью, на словах — одна пропаганда, в то время как на практике сами они отнюдь не проявляют этой любви даже к тем, кто, казалось бы, должны были бы почитаться ими, как наиболее близкие им и по вере и по крови люди. К таким, если они не разделяют их вольнодумного образа мыслей или, не дай Бог, чем-либо не угодят им, обидят или оскорбят их, они относятся не с любовью, а наоборот — с самой лютой непримиримой враждой и ненавистью. Словом, пропагандируя любовь к «дальним», они как бы забывают о том, что, в первую очередь, христианством требуется, и это совершенно естественно, любовь к «ближним», к своим, самым близким по вере.

Мы ясно видим из учения Слова Божия, что «христианство есть религия любви», ибо Сам Бог есть любовь и пребывающий в любви пребывает в Боге, и Бог в нем пребывает», как учит возлюбленный ученик Христов «Апостол любви» св. Иоанн Богослов (1 Иоан. 4, 16), но только ли одной любви?

К одной ли только любви сводится все христианство? Обратимся к учению Слова Божия: как говорит о Своем учении, принесший его на землю Сам Воплотившийся Единородный Сын Божий Господь Иисус Христос?

На вопрос Пилата, что Он сделал и почему иудеи так неистовствуют против Него Он отвечал знаменательными словами, которые как раз и раскрывают нам сущность Христианства:

«Я на то родился и на то пришел в мiр, чтобы свидетельствовать об истине; всякий, кто от истины, слушает гласа Моего» (Ин. 18, 37).

Итак, отсюда должно быть каждому совершенно ясно, что Христианство есть, прежде всего,религия Истины, принесенной на землю Сыном Божиим от Отца Своего Небесного (Ин. 12, 49). И Духа Святаго Господь Иисус Христос обещал послать Своим ученикам не для чего-либо другого, как именно для того, чтобы Он, Дух Истины, наставил их на всякую истину (Ин. 16, 13).

Вот эта-то Божественная Истина и есть самое главное в христианстве, это — самая сущность христианства, которой каждый христианин и должен дорожить превыше всего на свете — до готовности, если понадобится, и умереть за нее, что мы и видели на примере безчисленных мучеников, исповедников и Святых Отцев Церкви, неустанно боровшихся с лжеучителями-еретиками, так или иначе отступившими от этой Истины.

На Тайной Вечери Господь Иисус Христос еще подчеркнул Своим ученикам, что, «Он есть Путь, и Истица, и Жизнь» (Ин. 14, 6), и закончил Свою глубоко-трогательную Первосвященническую молитву за Своих учеников словами:

«Освяти их истиною Твоею; слово Твое есть истина» (Ин. 17, 17).

Правда, на Тайной Вечери Господь Иисус Христос многократно говорил о необходимости взаимной любви между Его учениками и последователями, поставляя эту любовь главным признаком истинных Его последователей. Но Он именно подчеркивал любовь определенную, направленную к своим братиям-христианам, а не какую-то туманную, расплывчатую, неопределенную любовь ко всем вообще, как это лукаво пропагандируют теперь современные модернисты-экуменисты, совершенно игнорируя Божественную Истину Христова учения. Тем более не может быть и речи, с точки зрения истинного христианства, о любви ко злу, о любви к сеятелям и злостным распространителям диавольского и антихристова зла, ставящим себе целью уничтожение христианства. Как это ясно видно из множества мест апостольских посланий, не может быть такой любви, к какой призывал Христос-Спаситель Своих учеников и последователей, и по отношению к тем, кто злостно извращает и искажает истинное учение Христово — к лжеучителям-еретикам.

Сам великий «Апостол любви» св. Иоанн Богослов, который так много и трогательно учил о христианской любви, всюду на первое место ставит Истину, не допуская и мысли о любви к извратителям и гонителям этой Божественной Истины.

Христианство есть действительно религия любви. Но эта христианская любовь ничего не имеет общего со слезливой сентиментальной земной любовью, как понимает ее большинство людей, живущих вне благодати Божией. Христианство есть религия любви истинной, неразлучно связанной с Божественной Истиной Христова учения. А земная любовь, в ее обычном понимании, так же далеко отстоит от этой истинной любви, как земля от неба. Христианская любовь духовна и дается лишь при содействии благодати Божией, а земная любовь — чувство душевное и даже плотское. Она — от поврежденного грехом естества человеческого.

Вот почему так ярко и сильно учивший о любви «Апостол любви» увещевает христиан: «Не любите мiра, ни того, что в мiре». Мало того: «Кто любит мiр, в том нет любви Отчей» (Ин. 1, 15).

Не менее сильно и решительно говорит об этом и св. Апостол Иаков, Брат Господень: «Прелюбодеи и прелюбодейцы! не знаете ли, что дружба с мiром есть вражда против Бога? И так, кто хочет быть другом мiру, тот становится врагом Богу» (Иаков. 4, 4). И это потому, что «весь мiр лежит во зле»(1 Иоан. 5, 19).

Не ясно ли отсюда, что истинно-христианская любовь не может простираться на всех и на все, без всякого разбора? Что она есть, прежде всего, любовь к Богу и к тому, на чем лежит печать Божественной Истины, но не к тому, что погрязает в Богопротивной лжи? Мы, христиане, любящие Бога и принесенную Христом-Спасителем от Бога-Отца Божественную Истину, тем самым не можем любить тех, кто возстает против Бога и попирает Его Божественную Истину. Об этом ясно и определенно учит Слово Божие.

Сам «Апостол любви» делает различие между «детьми Божиими» и «детьми диавола» и предостерегает нас от «антихристов», которые появились уже в его время, как предтечи имеющего придти пред кончиною мiра одного главного Антихриста. Он не учит нас о любви к ним, говоря, что «они вышли от нас, но не были наши» (1 Иоан. 2, 19) и что мы не должны «всякому духу верить, но испытывать духов, от Бога ли они, потому что много лжепророков появилось в мiре» (1 Иоан. 4, 1).

«Духа Божия и духа заблуждения», — говорит он, — «узнавайте так: всякий дух, который исповедует Иисуса Христа, пришедшаго во плоти, есть от Бога. А всякий дух, который не исповедует Иисуса Христа, пришедшаго во плоти, не есть от Бога, но это дух антихристов, о котором вы слышали, что он придет и теперь есть уже в мiре», — надо понимать: в лице его предтеч-лжеучителей (1 Иоан. 4, 2-3).

Как же мы должны относиться к этим лжеучителям?

Любить их так же, как и наших братий во Христе?

По-видимому, нет, потому что св. Иоанн Богослов говорит о них так: «Кто приходит к вам и не приносит сего учения (т. е. истинно-христианского учения), того не принимайте в дом и не приветствуйте его, ибо приветствующий его участвует в злых делах его» (2 Иоан. ст. 10-11).

Совершенно согласно с «Апостолом любви» учит и великий «Апостол языков» св. Павел.

«Еретика, после перваго и второго вразумления, отвращайся, зная, что таковый развратился и грешит, будучи самоосужден» (Тит. 3, 10) — наставляет он своего ученика Тита, поставленного им епископом на острове Крит.

Из всего вышесказанного совершенно понятно, почему Христианская Церковь всегда запрещала всякое молитвенное общение с еретиками, что видно из целого ряда церковно-канонических правил.

И только в самое последнее время модернисты, появившиеся даже среди священнослужителей и высоких иерархов Церкви, стали игнорировать все это и повели настойчивую пропаганду близкого общения и с еретиками и с явными врагами Христа-Спасителя, под предлогом «христианской любви». Игнорируя Божественную Истину Христова учения, они на первое место ставят любовь, и во имя этой «любви» готовы отвергнуть и все то, чему учит нас Богооткровенное Слово Божие и канонические правила.

Но нельзя не иметь в виду, что и Христос-Спаситель и Его св. Апостолы, уча о безусловной необходимости любви, как главного признака, по которому познаются истинные христиане, явно имеют в виду любовь между братиями — христианами, но ничего не говорят о необходимости любви к еретикам или врагам христианства — «сынам диавола» (1 Иоан. 3, 10).

Конечно, истинный христианин должен, подражая своему Божественному Учителю-Христу, быть преисполнен любви ко всем, но как? Так, чтобы этой его любовью не попиралась и не отвергалась Истина: он должен быть милосерд к страждущим и желать спасения всех.

Так велика и значительна для христианина именно Истина, что возлюбленный ученик Христов — «Учитель любви» св. Иоанн Богослов пишет «возлюбленному Гаию»: «Для меня нет большей радости, как слышать, что дети мои ходят в истине» (3 Иоан. ст: 4).

За эту Истину умирали в неописуемых страданиях целые сонмы святых мучеников, за торжество этой Истины боролись с полной непримиримостью к еретикам великие и славные Св. Отцы Церкви, подлинные столпы Православия, которых мы так чтим и которым молимся, прося их предстательства за нас пред Богом.

Как же нам реагировать на то, что в 20-м веке появилось столь много не одних рядовых «христиан», но и священнослужителей и даже высоких иерархов, которые не только не хотят бороться за Истину, но во имя якобы «христианской любви» идут на все компромиссы с Ложью и так легко и безпечно предают Божественную Истину, ставя на место ее свое собственное лукавое человеческое мудрование? Как может быть у христианина любовь ко лжи и к сеятелям лжи?

Для истинного христианина тут нет никакого вопроса; никакого недоумения, как относиться к таким людям: он не может считать таких людей, будь они хоть в самом высоком священном сане, православными христианами! И, конечно, никакого общения в христианской любви и молитве иметь с ними нельзя. Ибо истинно-христианская любовь может быть только на почве единения в истине —единомыслия. Ведь не случайно на Божественной литургии, перед самым началом Евхаристического канона мы слышим возглас: «Возлюбим друг друга, да единомыслием исповемы», а все верующие заканчивают: «Отца, и Сына, и Святаго Духа, Троицу Единосущную и Нераздельную».

Без этого единомыслия невозможно общение в любви, невозможно общение в молитве и особенно — в величайшем Таинстве Причащения Тела и Крови Христовых — в Божественной Евхаристии.

И совершенно напрасно некоторые ссылаются на слова Апостола, что «подобает быть разногласиям между вами». Апостол это предрекает, но вовсе не высказывает этого с одобрением, как факт положительный. Напротив, в посланиях апостольских мы находим множество призывов именно к полному единомыслию и единодушию (Рим. 12, 16 и др.), во исполнение Первосвященнической молитвы Христовой: «Да будут вси едино» (Ин. 17, 21), да еще как — во образ единства Св. Троицы:«как Ты, Отче, во Мне, и Я в Тебе, так и они да будут в Нас едино».

О разногласиях же Слово Божие говорит с явным порицанием: «Остерегайтесь производящих разделения и соблазны, вопреки учению, которому вы научились, и уклоняйтесь от них»(Рим. 16, 17), а отнюдь не сказано: «объединяйтесь с ними», как нечестиво учат современные «объединители»!

Итак, надо твердо знать и понимать, что христианство это не только «религия любви», но прежде всего — религия Истины, причем совершенно недопустимо во имя «любви» жертвовать Истиной, иботакая «любовь» уже и не будет истинно-христианской любовью, а только притворством или какой-то жалкой пародией на любовь, ибо для христианской любви дороже всего Истина, которая, собственно, и составляет собой главный предмет любви. Неправильно смешивать христианскую любовь с христианским милосердием по отношению к страждущим и бедствующим, как это злонамеренно делают теперь некоторые, злостно спутывая все понятия. Это — не вполне одно и то же. Обратимся опять к нашему высочайшему авторитету — Апостолу любви, как он пишет «избранной госпоже и детям ея», которых он, по его словам, «любит по истине» и «не только он, но и все познавшие истину, ради истины, которая пребывает в нас и будет с нами в век» (2 Иоан: ст. 1-2).

Итак, основой христианской любви является истина! Без истины не может быть и любви!