წმინდა მაქსიმე აღმსარებელი – გამოკრებილი სწავლებანი ჭეშმარიტი ცოდნის შესახებ

რწმენა არის ჭეშმარიტი ცოდნა, არადამტკიცებადი სათავეების მქონე, როგორც გონებაზე და სიტყვაზე აღმატებული საქმეების საფუძვლად მყოფი

(წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ორასეული, ღვთისმეტყველებისა და ძე ღმერთის ხორცში განგებულების შესახებ).

ვინც ელვარეჰყო გონება საღვთო აზრებით და სიტყვას ჩვევა მისცა, რომ საღვთო ჰიმნებით დაუცხრომლად თაყვანს სცემდეს შემოქმედს, შეუმღვრეველი წარმოდგენებით კი გრძნობა განიწმინდა, ასეთმა ვინმემ ხატისებრობის ბუნებისეულ მშვენიერებას შესძინა მსგავსებისებრობის ნებაყოფლობითი სიკეთე.

არასოდეს ძალუძს სულს, ღვთის ცოდნას მიწვდეს, თუ თავად ღმერთი არ გამოიჩენს ქვემდაბლობას და არ შეეხება მას, ზეაიყვანს რა თავისკენ, რადგან კაცობრივი გონება ვერ იქნებოდა იმდენად ძლიერი, რომ მოეპოვებინა საღვთო რამ გამობრწყინება, თავად ღმერთს რომ არ აეზიდა იგი (რამდენადაც შესაძლებელია კაცობრივი გონების ზეაზიდვა) და რომ არ გაენათებინა იგი საღვთო ელვარებათა მიერ.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

 

წიგნიდან “რწმენა და ცოდნა”

მოკლე ფილოსოფიური ცნობარი, 2001 წ.

გვ.16-19